მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
პრემიერ ლიგის 29-ე ტურში მანჩესტერმა სტუმრად ლესტერი გაანადგურა.
შეხვედრა ქინგ ფაუერ სტედიუმზე გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 3:0 დასრულდა.
ევროპა ლიგაზე ჰეთ-ტრიკის შემდეგ, ბრუნო ფერნანდეშის ბენეფისი პრემიერ ლიგაში გაგრძელდა - დღეს მან ორი საგოლე გადაცემა მიითვალა, შემდეგ კი თავადაც შეაგდო.
მანჩესტერმა 37 ქულა დააგროვა და მე-13 ადგილზე იმყოფება, რუუდ ვან ნისტელროის ლესტერმა კი მორიგი თამაში წააგო, 17 ქულით მე-19 ადგილზე იმყოფება და გავარდნის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია.
0-1 ჰოილუნდი (28')
0-2 გარნაჩო (67')
0-3 ბრუნო (90')
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები