Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
პრემიერ ლიგაში, ისევე, როგორც ყველა ევროპულ ტოპ ჩემპიონატში სატრანსფერო ფანჯარა ორიოდე დღის წინ დაიხურა.
მოვიდა დრო, შევაჯამოთ ტრანსფერები და განვიხილოთ, რომელი გუნდი როგორ გაძლიერდა.
წინა წლებთან შედარებით, გასული იანვარი ტრანსფერების მხრივ შედარებით მშვიდი გამოვიდა. განსაკუთრებით კი ტოპ გუნდები იყვნენ ჩუმად.
BBC-ს დათვლით, ამ ზამთარს ეპლ-ს გუნდებმა ტრანსფერებზე ჯამში 100 მილიონი ფუნტი დახარჯეს, რაც 715 (!!!) მილიონით ნაკლებია, ვიდრე ზუტად ერთი წლის წინ. სიჩუმის მთავარ მიზეზად კი ევერტონის სასჯელია, რომელსაც ფინანსური დარღვევებისთვის 10 ქულა დააკლეს და ფეირ-პლეის წესების დარღვევასთან ზღვარზე მოსიარულმა გუნდებმა ჩუმად ყოფნა ამჯობინეს.
მივყვეთ ზუსტად პრემიერ ლიგის ამჟამინდელი ცხრილის მიხედვით:
ლივერპული
მოვიდნენ: -
წავიდნენ: ფაბიუ კარვალიუ (ჰალში, იჯარით), ნათანიელ ფილიპსი (კარდიფში, იჯარით)
მანჩესტერ სიტი
მოვიდნენ: კლაუდიო ეჩევერი (რივერ პლეიტი, 12.5 მლნ ფუნტი)
წავიდნენ: კელვინ ფილიპსი (ვესტ ჰემში, იჯარით), ზაკ სტეფენი (კოლორადო რეპიდსი), კლაუდიო ეჩევერი (რივერ პლეიტი, იჯარით)
არსენალი
მოვიდნენ: მარკინიოს ოლივეირა (ნანტიდან, იჯარის შეწყვეტა)
წავიდნენ: რუნარ რუნარსონი (კოპენჰაგენი, თავისუფალი აგენტი)
ასტონ ვილა:
მოვიდნენ: კოსტა ნედელკოვიჩი (ცრვენა ზვეზდადან, 7.8 მლნ ფუნტი), მორგან როჯერსი (მიდლსბროდან)
წავიდნენ: ლეანდერ დენდონკერი (ნაპოლიში, იჯარით), კოსტა ნედელკოვიჩი (ცრვენა ზვეზდაში, იჯარით), ბერტრან ტრაორე (ვილიარეალი)
ტოტენჰემი
მოვიდნენ: ტიმო ვერნერი (ლაიპციგიდან, იჯარით), რადუ დრაგუშინი (ჯენოადან, 26.7 მილიონი ფუნტი)
წავიდნენ: ერიკ დაიერი (ბაიერნი, იჯარით), უგო ლორისი (ლოს ანჯელესი), ჯედ სპენსი (იჯარით), სერხიო რეგილონი (იჯარით), ჯაფეტ ტანგანგა (მილუოლი, იჯარით), ივან პერიშიჩი (ჰაიდუკი, იჯარით), ალეხო ველისი (სევილია, იჯარით)
ვესტ ჰემი
მოვიდნენ: კელვინ ფილიპსი (მან სიტიდან, იჯარით)
წავიდნენ: ტილო კერერი (მონაკო, იჯარით), პაბლო ფორნალსი (ბეტისი), საიდ ბენრაჰმა (ლიონი, იჯარით)
მანჩესტერ იუნაიტედი
მოვიდნენ: -
წავიდნენ: ჯეიდონ სანჩო (დორტმუნდში, იჯარით), დონი ვან დე ბეკი (აინტრახტში, იჯარით), სერხიო რეგილონი (ტოტენჰემში, იჯარის გაწყვეტა), ჰანიბალ მეჯბრი (სევილიაში, იჯარით), ფაკუნდო პელისტრი (გრანადაში, იჯარით), ალვარო ფერნანდესი (ბენფიკაში, იჯარით)
ნიუკასლი
მოვიდნენ: -
წავიდნენ: ჩავი მანკილიო (სელტაში, იჯარით), აიზეკ ჰეიდენი (ქპრ-ში, იჯარით)
ბრაიტონი
მოვიდნენ: ვალენტინ ბარკო (ბოკა ხუნიორსიდან, 7.86 მლნ ფუნტი)
წავიდნენ: ჯერემი სარმიენტო (ისპვიჩში, იჯარით), მაჰმუდ დაუდი (შტუტგარტში, იჯარით)
ჩელსი
მოვიდნენ: ჩეზარე კაზადეი (ლესტერიდან, იჯარის გაწყეტა)
წავიდნენ: არმანდო ბროია (ფულემში, იჯარით), იან მატსენი (დორტმუნდში, იჯარით), დავიდ ფოფანა (ბარნლში, იჯარით), ანდრეი სანტოსი (სტრასბურგში, იჯარით)
ვულვერჰემპტონი
მოვიდნენ: ნოა ლემინა (პსჟ-დან, იჯარით)
წავიდნენ: საშა კალაიჯიჩი (აინტრახტში, იჯარით), ფაბიუ სილვა (რეინჯერსში, იჯარით), ერსონ მოსკერა (ვილიარეალში, იჯარით)
ბორნმუთი
მოვიდნენ: ენეს უნალი (ხეტაფედან, იჯარით)
წავიდნენ: დებიდ ბრუქსი (საუთჰემპტონში, იჯარით), კიფერ მური (ისპვიჩში, იჯარით), ჯო როტუელი (საუთჰემპტონში, იჯარით), ჰამედ ტრაორე (ნაპოლიში, იჯარით), ემილიანო მარკონდესი (ჰაიბერნიანი, იჯარით)
ფულემი
მოვიდნენ: არმანდო ბროია (ჩელსიდან, იჯარით)
წავიდნენ: ტაიზირ ფრანსუა (ვაილეში, იჯარით)
კრისტალ პალასი
მოვიდნენ: დანიელ მუნიოსი (გენკიდან, 8.5 მილიონი ფუნტი), ადან უორტონი (ბლექბერნიდან, 22 მლნ ფუნტი)
წავიდნენ: -
ბრენტფორდი
მოვიდნენ: სერხიო რეგილონი (ტოტენჰემიდან, იჯარით), იუნუს ემრე კონაკი (სივასპორიდან, იჯარით), ჰაუკონ ვალდიმარსონი (ელფსბორგიდან, 2.6 მლნ ფუნტი)
წავიდნენ: ჩარლი გუდი (უიგანში, იჯარით)
ნოტინგემ ფორესტი
მოვიდნენ: ჯოვანი რეინა (დორტმუნდიდან, იჯარით), მატს ზელცი (სტრასბურგიდან, 5 მლნ ფუნტი), როდრიგუ რიბეირუ (სპორტინგიდან, იჯარით)
წავიდნენ: ორელ მანგალა (ლიონში, იჯარიტ), გუსტავო სკარპა (ატლეტიკო მინეიროში, იჯარით), იტან ხორვატი (კარდიფში, იჯარით), ანდრეი სანტოსი (ჩელსიში, იჯარის გაწყვეტა), სკოტ მაკენა (კოპენჰაგენში, იჯარით), ემანუელ დენისი (უოტფორდში, იჯარით).
ლუთონი
მოვიდნენ: თომას ჰოლმსი (რედინგიდან, იჯარით, დაიკი ჰასიოკა (სენტ-ტრუიდენიდან, იჯარით)
წავიდნენ: რაიან ჯაილზი (ჰალში, იჯარით), თომას ჰოლმსი (რედინგში)
ევერტონი
მოვიდნენ: -
წავიდნენ: მეისონ ჰოლგეითი (შელფიდ იუნაიტედში, იჯარით)
ბარნლი
მოვიდნენ: დავიდ ფოფანა (ჩელსიდან, იჯარით), ჯო ბევანი (ალბიონ როვერსიდან), ლორანს ასინიონი (რენიდან, იჯარით), მაკსიმ ესტევი (მონპელიედან, იჯარით)
წავიდნენ: ანას ზარური (ჰალში, იჯარით), მაიკლ ობაფემი (მილუოლში, იჯარით), კონორ რობერტსი (ლიდსი, იჯარით), დარკო ჩურლინოვი (შალკეში, იჯარით)
შეფილდ იუნაიტედი
მოვიდნენ: ბენ ბრერეტონი (ვილიარეალიდან, იჯარით), მეისონ ჰოლგეიტი (ევერტონიდან, იჯარით), ივო გრიჩი (ატლეტიკოში, იჯარით)
წავიდნენ: ბენი ტრაორე (ნანტში, იჯარით), ლუკ თომასი (ლესტერიდან, იჯარის გაწყვეტა), ჯონ ფლეკი (ბლექბერნიდან).
*ტრანსფერები, რომლებსაც არც იჯარა აწერია და არც ფასი, განხორციელდა უფასოდ.
კომენტარები