პსჟ არსენალის ბრაზილიელი შემტევის, გაბრიელ მარტინელის ტრანსფერზე მუშაობს. ფრანგული გრანდი მზადაა 24 წლის ფეხბურთელში 50 მილიონი სტერლინგი გადაიხადოს.
პარიზული კლუბის ხელმძღვანელობა გეგმავს, რომ ბუდაპეშტში ჩემპიონთა ლიგის ფინალის დროს არსენალის ბორდის წევრების ყოფნით ისარგებლოს და მოლაპარაკებები სწორედ იქ დაასრულოს.
მარტინელის კონტრაქტი მომავალ ზაფხულს იწურება, რაც ლონდონურ კლუბს რთულ მდგომარეობაში აყენებს. მათ ან ახლავე უნდა გაყიდონ ფეხბურთელი, ან მომავალ წელს უფასოდ დაკარგვის რისკზე წავიდნენ.
მიკელ არტეტა მზადაა მარტინელი გაუშვას, რადგან შემტევი ხაზის განახლებას გეგმავს. მის შემცვლელად კომოს ამომავალი ვარსკვლავი, ხესუს როდრიგესი განიხილება. თავის მხრივ, პარიზელები ბრაზილიელს ბრედლი ბარკოლას მემკვიდრედ მიიჩნევენ, რომელიც მანჩესტერ სიტის ინტერესის სფეროშია.
მარტინელისთვის მიმდინარე სეზონი არცთუ ისე წარმატებულია. მან პრემიერ ლიგაში მხოლოდ ერთი გოლის გატანა შეძლო, თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე ექვსჯერ გამოიჩინა თავი. საერთო ჯამში, არსენალის მაისურით ჩატარებულ 275 მატჩში მის ანგარიშზე 62 გოლია.