პარი სენ-ჟერმენმა 2026-2027 წლების სეზონის ახალი საშინაო ფორმა წარადგინა, რომელიც ნაიკთან პარტნიორობით უკვე ზედიზედ 37-ე სეზონია იქმნება.
,,საკუთარი მემკვიდრეობის ერთგული და ამავდროულად მომავალზე ორიენტირებული ახალი მაისური კლუბის დნმ-ს აღნიშნავს და მის ყველაზე გამორჩეულ დიზაინურ კოდებს უბრუნდება.
საკულტო მაისური კლუბის ისტორიულ ფერებში
სამეფო ლურჯის ახალი ინტერპრეტაციით, რომელიც შერწყმულია ფართო ცენტრალურ წითელ ზოლთან და თხელ თეთრ ხაზებთან, პარი სენ-ჟერმენი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საკუთარ ვიზუალურ იდენტობას.
მაისურს ქმნის საკულტო ესთეტიკას, რომელიც ღრმად არის ფესვგადგმული კლუბის კულტურაში და განსაკუთრებულად ძვირფასია მისი გულშემატკივრებისთვის.
ამ იდენტობის ახალი გამოხატულების სახით, კლუბის ემბლემა და ნაიკის ლოგო ახლა მაისურის ცენტრშია განთავსებული - ეს არის თამამი გადაწყვეტილება და პარიზული დიზაინის საფუძვლებთან თავდაჯერებული დაბრუნება, რომელსაც სრულყოფილი და უწყვეტი ცენტრალური ზოლი გამოხატავს.
ეს ზოლი მთლიანად აყალიბებს მაისურის სტრუქტურას და ჰარმონიულად გრძელდება უკანა მხარესაც, პარტნიორების ელემენტებთან ერთად." - წერია პარიზული კლუბის განცხადებაში.
