ლიგა 1-ის 33-ე ტურის სასტარტო მატჩში ლანსმა სტუმრად ნანტი მინიმალური ანგარიშით, 1:0 დაამარცხა.
ამ გამარჯვებით სტუმრებმა ჩემპიონთა ლიგის საგზური გაინაღდეს და პსჟ-ზე ზეწოლა გააძლიერეს, ნანტი კი ოფიციალურად ლიგა 2-ში გააგდეს.
მატჩის ერთადერთი და გადამწყვეტი გოლი 79-ე წუთზე 16 წლის მეზიან სოარესმა გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელმა ეს მოედანზე გამოსვლიდან სულ რაღაც 11 წამში შეძლო.
ამ გამარჯვების შემდეგ ლანსი პსჟ-სთან სხვაობას 3 ქულამდე ამცირებს, თუმცა პარიზელებს კვირას ბრესტთან მატჩი აქვთ ჩასატარებელი და შანსი ეძლევათ უპირატესობა კვლავ გაზარდონ.
მომავალ ოთხშაბათს ლიგა 1-ის მთავარი დაპირისპირება შედგება. ლანსი და პსჟ ერთმანეთს გადადებულ მატჩში შეხვდებიან, რაც ჩემპიონობის ბედს გადაწყვეტს.
ნანტისთვის კი ეს მარცხი საბედისწერო გამოდგა: ფრანგული ფეხბურთის ერთ-ერთი ისტორიული კლუბი მომავალ სეზონს ქვედა დივიზიონში გაატარებს.