ბაიერნის ევროპული ოცნება ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში პარი სენ-ჟერმენთან მარცხით დასრულდა.
მიუხედავად გერმანიაში დომინაციისა, პარიზელებთან ორრაუნდიან დუელში გამოვლენილმა სუსტმა თამაშმა კომპანის ტაქტიკური გადაწყვეტილებები კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.
ლეგენდარულმა დიტმარ ჰამანმა კომპანი ღიად გააკრიტიკა. მისი თქმით, მწვრთნელის მიერ შერჩეული დაცვის მაღალი ხაზი ელიტარულ მეტოქეებთან დამღუპველი აღმოჩნდა
ეს სტილი ბუნდესლიგაში ამართლებს, მაგრამ მსოფლიო დონის შემტევების წინააღმდეგ დაცვას დაუცველს ტოვებს
მან ასევე გააკრიტიკა ჯამალ მუსიალას ძირითად შემადგენლობაში ყოფნა და მიიჩნია, რომ ლეონ გორეტცკა უკეთესი არჩევანი იქნებოდა.
ჰამანმა ხაზი გაუსვა სერჟ გნაბრის დანაკლისსაც, რომელიც ტრავმის გამო სეზონის ბოლომდე და 2026 წლის მუნდიალზეც ვერ ითამაშებს. კრიტიკა არც ალფონსო დეივისმა აირიდა, რომლის თამაშიც, ექსპერტის აზრით, მის ახალ, სოლიდურ კონტრაქტს არ შეესაბამება.
ნეგატივის ფონზე, ჰამანმა მაიკლ ოლისე და ლუის დიასი შეაქო და აღნიშნა, რომ ამ დუეტის გარეშე ბაიერნი ნახევარფინალამდეც ვერ მიაღწევდა. მისი დასკვნით, მიუნხენურ გრანდს გადამწყვეტი მატჩებისთვის მსოფლიო დონის ვარსკვლავების დეფიციტი აქვს.