• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
დაიჩაგრა თუ არა ბაიერნი - კვირის ყველა საკამათო მომენტი
ფეხბურთიფეხბურთი

დაიჩაგრა თუ არა ბაიერნი - კვირის ყველა საკამათო მომენტი

1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

სამშაბათს და ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი ნახევარფინალები გაიმართა - 30 მაისს ბუდაპეშტში ერთმანეთს პარი სენ-ჟერმენი და არსენალი დაუპირისპირდებიან. ისევე როგორც წინა კვირის მატჩებში, საკამათო ეპიზოდები არც განმეორებით დაპირისპირებებში გვაკლდა. დღევანდელ ბლოგში არსენალი-ატლეტიკოს და ბაიერნი-პსჟ-ს იმ მომენტებს განვიხილავთ, რომლებმაც გულშემატკივრებში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვიეს.


საკამათო მსაჯობა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალების პირველ მატჩებში იხილეთ აქ:  საკამათო მსაჯობა ჩემპიონთა ლიგაზე


არსენალი-ატლეტიკო: 


ჯულიანო სიმეონეს და გაბრიელ მაგალაესის ეპიზოდი


მატჩის 51-ე წუთზე ჯულიანო სიმეონე დავიდ რაიას ჩამოტოვების შემდეგ ცარიელი კარის წინ რჩება, უკნიდან მარცხენა მხარზე გაბრიელ მაგალაესის კონტაქტის შემდეგ, ატლეტიკოს შემტევი ბურთს კარისკენ ვეღარ გზავნის და ეცემა - ეპიზოდიდან დაახლოებით 30 მეტრში მყოფი მატჩის მთავარი არბიტრი პენალტისთვის საკმარის კონტაქტს ვერ ხედავს, ვიდეოასისტენტ მსაჯი თამაშში არ ერთვება. 


რას გვეუბნება ფეხბურთის წესები :


გოლის ან აშკარა საგოლე შესაძლებლობის აღკვეთა (DOGSO) თუ მოთამაშე საკუთარ საჯარიმოში მეტოქის წინააღმდეგ არღვევს წესს, რომელიც აშკარა საგოლე შესაძლებლობას აღკვეთს და მსაჯი პენალტს დანიშნავს, დამრღვევი მოთამაშე გაფრთხილდება, თუ დარღვევა ბურთის თამაშის მცდელობა ან ბურთისთვის ბრძოლა იყო.
ყველა სხვა შემთხვევაში (მაგალითად: დაჭერა, მოქაჩვა, ხელის კვრა, ბურთის თამაშის შეუძლებლობა და ა.შ.) დამრღვევი მოთამაშე აუცილებლად უნდა გააძევონ.



წესებით მაგალაესის ქმედება პენალტი და გაძევებაა, მაგრამ მსაჯები ხშირად მხოლოდ წესებს არ ეყრდნობიან, განსაკუთრებით როცა საქმე ამ დონის მატჩებს ეხება. დანიელ ზიბერტმა ამ ეპიზოდში უმკაცრესი სასჯელისთვის საკმარისი კონტაქტი ვერ დაინახა, ამის მთავარი მიზეზი ალბათ ჯულიანო სიმეონეს დარტყმის მცდელობის შემდეგ წაქცევა იყო, არგენტინელი რომ გაბრიელის შეხებისთანავე წაქცეულიყო, დიდი ალბათობით არსენალის კარში პენალტს და ბრაზილიელი მცველის გაძევებას ვიხილავდით. 


ანტუან გრიზმანის საპენალტე ეპიზოდი


მატჩის 56-ე წუთზე რიკარდო კალაფიორიმ აშკარად დაარღვია წესები ანტუან გრიზმანზე და რომ არა ორი წამით ადრე მომხდარი ეპიზოდი პუბილსა და გაბრიელს შორის, არსენალი ამჯერად ვეღარ გადაურჩებოდა მათ კარში დანიშნულ თერთმეტმეტრიანს - ზიბერტმა პუბილი შეტევაში დააჯარიმა.


ვიდეო რეფერი არც ამ მომენტში ჩართულა თამაშში მთავარი არბიტრის მოედანზე მიღებული გადაწყვეტილების შესაცვლელად - გამეორებაზე გამოჩნდა, რომ ბურთის დასარტყმელად წასული ატლეტიკოს მცველი გაბრიელს ფეხში ურტყამს, რომელიც პირველი იყო ბურთთან.




პუბილის “ბოლო იმედის ჯარიმა” ვიქტორ იოკერეშზე


მატჩის 81-ე წუთზე არსენალის ფორვარდი ატლეტიკოს მცველს პოზიციურ ორთაბრძოლას უგებს, რის შემდეგაც სახით კარისკენ ცდილობა ბურთის მიღებას. ესპანელი მცველი ორივე ხელით იჭერს შვედ ფორვარდს, რის შემდეგაც იოკერეში ეცემა - ზიბერტი ეპიზოდს ბოლო იმედის ჯარიმად არ აფასებს და პუბილს მხოლოდ ყვითელ ბარათს აძლევს.



ამის მიზეზად მხოლოდ ის შეიძლება მივიჩნიოთ, რომ დარღვევის ეპიზოდში ბურთი ჰაერში იყო. მაგრამ წესები გვეუბნება, დამრღვევი უნდა გაძევდეს მოედნიდან თუ შემთხვევა გვაქვს ბურთის შენარჩუნების ან კონტროლის მოპოვების ალბათობასთან, ასევე გასათვალისწინებელია მდებარეობა და მცველების რაოდენობა. 


წესები ამ შემთხვევაშიც მთავარი არბიტრის წინააღმდეგაა, ერთადერთი არგუმენტი მის სასარგებლოდ ისაა, რომ ბურთი ჰაერშია და იოკერეშს მასზე ჯერ არ აქვს კონტროლი დამყარებული. მიუხედავად ამისა მრავალი ექსპერტი თუ პროფესიონალი მსაჯი მიიჩნევს, რომ ამ ეპიზოდში ზიბერტს პუბილი უნდა გაეძევებინა.


ბაიერნი-პსჟ: ნუნო მენდეშის ხელით თამაში


მატჩის 28-ე წუთზე ნუნო მენდეში, რომელსაც ყვითელი ბარათი აქვს, ბაიერნის სახიფათო შეტევას ხელით აჩერებს. მატჩის მთავარი არბიტრი მყისიერად ნიშნავს ჯარიმას ბაიერნის სასარგებლოდ, რასაც აუცილებლად მოყვებოდა ნუნო მენდეშის მეორე ყვითელი ბარათი და გაძევება.


ფეხბურთელი უნდა დაისაჯოს ყვითელი ბარათით თუ ბურთზე ხელით თამაშობს, რათა ხელი შეუშალოს ან შეაჩეროს პერსპექტიული შეტევა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მსაჯი არაგანზრახ ხელით თამაშისთვის პენალტს ნიშნავს.   


ეს ასეც მოხდებოდა რომ არა მეოთხე მსაჯი, რომელიც პინეიროს ატყობინებს, რომ მენდეშის დარღვევამდე ბურთი ხელში ლაიმერს მოხვდა.



არაერთი რაკურსით გამეორების მიუხედავად ლაიმერის ხელსა და ბურთს შორის კონტაქტის დანახვა რთულია, თუმცა არსებობენ გულშემატკივარები, რომლებიც ამ ეპიზოდში თამაშის წესების დარღვევას ხედავენ. 



ჟოაო ნევეშის ეპიზოდი


გულშემატკივრებში ყველაზე დიდი აჟიოტაჟი 31-ე წუთზე ჟოაო ნევეშის ეპიზოდმა გამოიწვია, როდესაც მას ვიტინიას მოგერიებული ბურთი ხელში მოხვდა.



რა ფაქტორებია გასათვალისწინებელი ამ ეპიზოდში და რას გვეუბნება წესები:


დარღვევაა თუ მოთამაშე: განძრახ თამაშობს ხელით/მკლავით, მაგალითად ხელს/მკლავს ბურთისკენ ამოძრავებს


ეხება ბურთს ხელით/მკლავით, როცა ამით სხეული არაბუნებრივად აქვს გადიდებული. ფეხბურთელი ითვლება, რომ სხეული არაბუნებრივად აქვს გადიდებული, როდესაც მისი ხელის/მკლავის პოზიცია არ არის კონკრეტულ სიტუაციაში სხეულის მოძრაობის შედეგი ან გამართლებული იმ მოძრაობით. 


პორტუგალიელის ხელით თამაში ჩაითვლება როგორც რეფლექსური მოქმედება მისი სახის მიმართულებით წასული მოულოდნელი დარტყმისგან თავდაცვის მიზნით. ამასთან ერთად IFAB (ფეხბურთის ასოციაციების საერთაშორისო საბჭო) განმარტავს:


ხელით თამაშის დარღვევა არ ფიქსირდება, როდესაც ფეხბურთელს ბურთი ხელზე/მკლავზე ხვდება თანაგუნდელის მიერ ნათამაშები ბურთის შემდეგ (თუ ბურთი პირდაპირ არ შედის მეტოქის კარში ან ფეხბურთელი ამის შემდეგ დაუყოვნებლივ არ გაიტანს გოლს — ამ შემთხვევაში კი მეორე გუნდის სასარგებლოდ პირდაპირი საჯარიმო ინიშნება). 



ნიკოლოზ კვარაცხელია

ნიკოლოზ კვარაცხელია

არსენალი
ატლეტიკო
ბაიერნი
ჩემპიონთა ლიგა
პსჟ

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

რატომ აღფრთოვანდა შჩესნი ლამინ იამალით?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რატომ აღფრთოვანდა შჩესნი ლამინ იამალით?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

არსენალი ბარკოლათი ინტერესდება

•ფეხბურთი

ფეხბურთი

არსენალი ბარკოლათი ინტერესდება
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ESPN FC-ის წამყვანი არტეტას უხეში ნათქვამის გამო ბოდიშს უხდის

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ESPN FC-ის წამყვანი არტეტას უხეში ნათქვამის გამო ბოდიშს უხდის
•ფეხბურთი

ფეხბურთი

დანილო არსენალის რადარზე - ტრანსფერი ბოტაფოგოდან?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

დანილო არსენალის რადარზე - ტრანსფერი ბოტაფოგოდან?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

4 სთ წინ

რატომ აღფრთოვანდა შჩესნი ლამინ იამალით?

News image

3 სთ წინ

არსენალი ბარკოლათი ინტერესდება

News image

3 სთ წინ

ESPN FC-ის წამყვანი არტეტას უხეში ნათქვამის გამო ბოდიშს უხდის

News image

2 სთ წინ

დანილო არსენალის რადარზე - ტრანსფერი ბოტაფოგოდან?

კომენტარები

ლინკის დაკოპირება