• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
საკამათო მსაჯობა ჩემპიონთა ლიგაზე
ფეხბურთიფეხბურთი

საკამათო მსაჯობა ჩემპიონთა ლიგაზე

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

სამშაბათს და ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩები გაიმართა. ატლეტიკოსა და არსენალის დაპირისპირება არაერთი საკამათო მომენტის გამო გახდა განხილვის საგანი - ორი დანიშნული თერთმეტმეტრიანი და ერთიც გაუქმებული. მიუხედავად იმისა, რომ პარი სენ-ჟერმენისა და ბაიერნის მატჩმა ბევრ გულშემატკივარს ყველაფერი დაავიწყა, არც ამ შეხვედრას ჩაუვლია მსაჯების კონტროვერსიული გადაწყვეტილებების გარეშე.


პარიზში გამართული დაპირისპირება ნამდვილად შეგვიძლია ყველა დროის საუკეთესო ნახევარფინალურ მატჩად შევრაცხოთ. უამრავი გოლისა და სანახაობრივი თამაშის მიუხედავად, შეხვედრის შვეიცარიელ არბიტრ, სანდრო შერერთან პრეტენზიები ორივე გუნდის ქომაგს აქვს. 


პირველი საკამათო ეპიზოდი მე-16 წუთზე, ლუის დიასზე ვილიან პაჩოს ვარდნას მოჰყვა - შერერმა თერთმეტმეტრიანის დანიშვნის გადაწყვეტილება წამებში მიიღო.  მთავარ არბიტრს ვიდეო ასისტენტ მსაჯმაც დაუდასტურა გადაწყვეტილების სისწორე, რის შემდეგაც შერერმა ჰარი კეინს პენალტის დარტყმის საშუალება მისცა.


გულშემატკივრების ნაწილისა და არაერთი პროფესიონალი არბიტრის აზრით, ამ ეპიზოდში თერთმეტმეტრიანი არ უნდა დანიშნულიყო, რადგან კოლუმბიელი მოთამაშის მარჯვენა ფეხის მოძრაობა შესაძლოა აღქმული იყოს, როგორც სხეულის ფართობის ხელოვნურად გაზრდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ლუის დიასმა ყველაფერი გააკეთა პენალტის მოსაპოვებლად - კონტაქტი თავად შექმნა; მეტიც, ზოგის აზრით, თავად კოლუმბიელი არღვევდა თამაშის წესებს. 



რაზე ინიშნება თერთმეტმეტრიანი და რაზე არა, თემა რომელიც ყოველთვის განხილვის საგანია, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ხელით თამაშს ეხება. 


პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში, უსმან დემბელეს ჩაწოდება ალფონსო დევისს მარცხენა ხელში მოხვდა.  გამეორებაზე ნათლად გამოჩნდა, რომ კანადელს ბურთი ფეხზე ასხლეტის შემდეგ ხვდება ხელზე, რაც ძალიან ხშირად პენალტის არ დანიშვნის საკმარისი საბაბია ხოლმე. მაგრამ არა ამ შემთხვევაში - ვიდეო რეფერისთან კონსულტაციის შემდეგ სანდრო შერერი თავად წავიდა ეპიზოდის სანახავად. მთავარმა არბიტრმა გადაწყვეტილება თხუთმეტ წამში მიიღო - თერთმეტმეტრიანი. 



რას გვეუბნება უეფას სახელმძღვანელო პრინციპი:


დარღვევა არ არის - ბურთი, რომელიც აისხლიტა საკუთარი სხეულიდან ან პირდაპირ მოდის მოთამაშის საკუთარი თავიდან ან სხეულიდან. 



დარღვევა - ბურთი ეხება მოთამაშის ხელს/მკლავს, რომელიც სხეულს არაბუნებრივად ზრდის


ამ შემთხვევაში ალფონსო დევისი პასის დაბლოკვას ფეხების შეერთებითა და ტანის მოძრაობით ცდილობს, რასაც მკლავი ბუნებრივად მიჰყვება. ასევე უეფას გაიდლაინში განმარტებულია:


მოთამაშეს სხეულის არაბუნებრივად გააფართოვება ითვლება იმ შემთხვევაში, როდესაც მისი ხელის/მკლავის პოზიცია არ არის კონკრეტულ სიტუაციაში მისი სხეულის მოძრაობის შედეგი ან ამ მოძრაობით გამართლებული



სწორედ ამ ფაქტორებისა და არაერთი მსგავსი შემთხვევის გამო, რა დროსაც თერთმეტმეტრიანი არ დანიშნულა, ჰქონდათ პრეტენზია არბიტრთან მიუნხენელებს.


 შერერის გადაწყვეტილება უფრო გასაკვირი 2023 წელს მომხდარი მსგავსი ეპიზოდის გამო გახლსათ. ნიუკასლისა და პსჟ-ს დაპირისპირებაში, რომელიც ჯგუფიდან გასვლის ბედს წყვეტდა, სიმონ მარჩინიაკმა, ვიდეო რეფერისთან კონსულტაციის შემდეგ, 97-ე წუთზე დანიშნა თერთმეტმეტრიანი - რომელიც გოლად კილიან მბაპემ აქცია. საგულისხმოა რომ უეფამ ვიდეო ასისტენტ მსაჯი, ტომაშ კვიატკოვსკი დასაჯა.


არც ნიდერლანდელ არბიტრ, დანი მაკელიეს ჰქონდა საქმე მარტივად მეტროპოლიტანოზე გამართულ შეხვედრაში. პირველი საკამათო ეპიზოდი, 42-ე წუთზე ვიქტორ იოკერეშის წაქცევას მოჰყვა - მაკელიემ პენალტის ნიშნულისკენ მიუთითა. მადრიდელთა მხრიდან წნეხის მიუხედავად, ნიდერლანდელის გადაწყვეტილება ძალაში დარჩა. 


გულშემატკივრების ნაწილმა ეს ეპიზოდი შეაფასა როფორც “Careless foul” რაც უეფას განსაზღვრებით გულისხმობს: 

Careless არის, როდესაც მოთამაშე გამოხატავს ყურადღების ან სიფრთხილის ნაკლებობას ორთაბრძოლისას ან მოქმედებს სიფრთხილის გარეშე. დისციპლინური სანქცია საჭირო არ არის



როგორც ჩანს, ნიდერლანდელი არბიტრი ასე არ ფიქრობდა. კიდევ უფრო საკამათო იყო ლონდონელთა კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანი - საქმე კვლავ ასხლეტასთან გვაქვს. ლორენტეს დარტყმული ბურთი ბენ უაითის ფეხმა აისხლიტა, რის შემდეგაც გაშლილ ხელში მოხვდა.


ერთადერთი ლოგიკური დასკვნა, რაც ამ ყველაფრიდან შეგვიძლია გამოვიტანოთ, არის, რომ საბოლოო ჯამში არბიტრები მაინც საკუთარი ინტერპრეტაციით ხელმძღვანელობენ და არა რაიმე კონკრეტული მითითებებით.


საბოლოოდ მივადექით დღის ყველაზე კონტროვერსიულ ეპიზოდს - იყო თუ არა პენალტი ებერეჩი ეზეზე, რომელიც მაკელიემ ჯერ დანიშნა, VAR-ზე გადამოწმების შემდეგ კი გადათქვა. მიზეზი წაქცევისთვის არასაკმარისი შეხება, ან საერთოდ კონტაქტის ვერ დანახვა გახლდათ.



სოციალურ ქსელებში უამრავი ფოტო გავრცელდა, რომელებზეც ჰანკოს მხრიდან ეზეზე აშკარა კონტაქტი ჩანს, თუმცა სტოპ კადრს ხშირად შეცდომაში შეჰყავს მაყურებელი. ვიდეო - გამეორებაზე რომელიც მთავარმა არბიტრმა არაერთხელ ნახა, პენალტისთვის საკმარისი კონტაქტი არ ჩანს. 


VIDEO: საკამათო ეპიზოდი - უნდა გაუქმებულიყო თუ არა პენალტი ეზეზე?


არსენალის გულშემატკივრების კიდევ ერთი არგუმენტი ის არის, რომ, როგორც წესი, მთავარი მსაჯის მიერ დანიშნული პენალტის ვიდეო ასისტენტის დახმარებით გაუქმება მხოლოდ ისეთ შემთხვევებში ხდება, როცა საქმე აშკარა მსაჯის შეცდომას ეხება და არა საკამათო ეპიზოდს. 


ასე ფიქრობს პრემიერ ლიგის ყოფილი მსაჯი, დერმონტ გალაჰერი და თვლის, რომ ვიდეო ასისტენტს არ ჰქონდა საკმარისი მიზეზი მაკელიეს გადაწყვეტილება გადაეთქვა:


ის არ უნდა გაეშვათ ეკრანზე სანახავად



ნიკოლოზ კვარაცხელია

ნიკოლოზ კვარაცხელია

არსენალი
ატლეტიკო
ბაიერნი
ნიუკასლი
პსჟ

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ოფიციალური ინფორმაცია ალვარესის ტრავმაზე ცნობილია

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ოფიციალური ინფორმაცია ალვარესის ტრავმაზე ცნობილია
•ფეხბურთი

ფეხბურთი

დემბელე თუ გრიზმანი - ვინ გახდა კვირის მოთამაშე?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

დემბელე თუ გრიზმანი - ვინ გახდა კვირის მოთამაშე?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგისა და პრემიერ ლიგის პენალტის წესების განსხვავება

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჩემპიონთა ლიგისა და პრემიერ ლიგის პენალტის წესების განსხვავება
•ფეხბურთი

ფეხბურთი

კვარაცხელია თერთმეტეულში - უეფას კვირის გუნდი ცნობილია

•ფეხბურთი

ფეხბურთი

კვარაცხელია თერთმეტეულში - უეფას კვირის გუნდი ცნობილია
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

6 სთ წინ

ოფიციალური ინფორმაცია ალვარესის ტრავმაზე ცნობილია

News image

4 სთ წინ

დემბელე თუ გრიზმანი - ვინ გახდა კვირის მოთამაშე?

News image

3 სთ წინ

ჩემპიონთა ლიგისა და პრემიერ ლიგის პენალტის წესების განსხვავება

News image

3 სთ წინ

კვარაცხელია თერთმეტეულში - უეფას კვირის გუნდი ცნობილია

კომენტარები

ლინკის დაკოპირება