უეფას ოფიციალურმა გვერდმა ჩემპიონთა ლიგის კვირის მოთამაშე გამოავლინა.
პარი სენ-ჟერმენისა და მიუნხენის ბაიერნის მატჩის MVP უსმან დემბელე გახდა, ატლეტიკოსა და არსენალის შეხვედრაში კი საუკეთესოდ ანტუან გრიზმანი დასახელდა.
ამ ორ მოთამაშეს შორის კი გამოკითხვის შედეგად კვირის მოთამაშე პარიზელთა შემტევი გახდა.
უსმან დემბელემ ბაიერნთან მატჩში დუბლი და საგოლე გადაცემა მიითვალა, პარი სენ-ჟერმენმა კი მეტოქე 5-4 დაამარცხა.
VIDEO: პარიზული ზღაპარი - კვარას დუბლი ჩემპიონთა ლიგის ისტორიულ 1/2 ფინალში