მთავარი

სიახლეები

სპორტის გურუ

ქვიზები

პსჟ ლიგა 1-ის ჩემპიონია - კვარაცხელიას პირველი პარიზული ტიტული

პსჟ ლიგა 1-ის ჩემპიონია - კვარაცხელიას პირველი პარიზული ტიტული

05 აპრ, 2025 · 0 წთ წასაკითხად

ლინკის დაკოპირება

-

Aa

+

ფონტის ზომა

საფრანგეთის ლიგა 1-ის 28-ე ტურში პარი სენ-ჟერმენმა პარკ დე პრენსზე ანჟერი მიიღო. ლუის ენრიკეს გუნდს ჩემპიონობისთვის მინიმუმ ფრე სჭირდებოდა.


პარიზელებმა შეხვედრაში მინიმალური ანგარიშით იმარჯვეს. თამაშის ერთადერთი გოლი დეზირე დუემ ხვიჩა კვარაცხელიას საგოლე პასის შემდეგ გაიტანა.


ამ მოგებით პსჟ ჩემპიონი სეზონის დასრულებამდე 6 ტურით ადრე გახდა, ხვიჩა კვარაცხელიამ კი პარიზში პირველი ტიტული მოიგო.


აღსანიშნავია, რომ ლუის ენრიკეს გუნდს ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში მარცხი არ აქვს - 23 მოგება, 5 ფრე, 80 გატანილი გოლი და 26 გაშვებული გოლი.


პარი სენ-ჟერმენი საფრანგეთის ჩემპიონი ისტორიაში მეცამეტედ გახდა.


VIDEO: პსჟ-ს საჩემპიონო მატჩში კვარამ საგოლე პასი მიითვალა

თაზო ჩარკვიანი

კომენტარები