VIDEO: გოლი და საგოლე პასი - ჟორჟმა ოსერთან საუკეთესო შეფასება მიიღო
13 აპრ, 2025 · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
საფრანგეთის ლიგა 1-ის 29-ე ტურში ლიონი ოსერს ესტუმრა და 1-3 დაამარცხა. სასტარტო შემადგენლობაში იყო გიორგი მიქაუტაძე, რომელიც მატჩის ბოლო წუთზე შეცვალეს.
54-ე წუთზე ანგარიში სწორედ ქართველმა თავდამსხმელმა გახსნა პენალტის საშუალებით, რომელიც თავადვე გამოიმუშავა.
62-ე წუთზე კორენტინ ტოლისოს პასის შემდეგ სხვაობა ორამდე რაიან შერკიმ გაზარდა. 77-ე წუთზე მასპინძელთა მხრიდან ერთი ბურთი ლასინ სინაიოკომ გაქვითა.
84-ე წუთზე კი მიქაუტაძემ საგოლე გადაცემაც მიითვალა, გოლის ავტორი კი ალექსანდერ ლაკაზეტი გახდა, რომელმაც საბოლოო ანგარიში (1-3) დააფიქსირა.
ქართველმა Sofascore-სგან 8.6 შეფასება დაიმსახურა, რაც მატჩის საუკეთესო მაჩვენებელია. ჟორჟს ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 9 გოლი და 5 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.
ლიონმა ამ მოგებით 51 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში ლილსა და სტრასბურგს გადაუსწრო, რითიც მე-4 ადგილზე გადაინაცვლა, მე-2 პოზიციაზე მყოფ მონაკოსთან ჩამორჩენა მხოლოდ 2 ქულაა.