უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში ასტონ ვილასთან განმეორებითი მატჩის წინ პარი სენ-ჟერმენის შემტევ უსმან დემბელეს ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ჰკითხეს.
"ჩვენ კვარაცხელიას ძალიან კარგად შევეგებეთ. მე მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. ერთმანეთს ბევრ რჩევას ვაძლევთ და ვარჯიშზე ვხუმრობთ ხოლმე.
გარედან თითქოს მორცხვია, მაგრამ ის არის, ვინც მაწვალებს ხოლმე. ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს." - განაცხადა ფრანგმა ფეხბურთელმა.
ვილა პარკზე ასტონ ვილასა და პარი სენ-ჟერმენის მატჩი 15 აპრილს, 23:00 საათზე დაიწყება. პირველი შეხვედრა პარიზელთა გამარჯვებით 3-1 დასრულდა.
კვარა და პსჟ ვილა პარკს ესტუმრებიან, ბარსა დორტმუნდს ეწვევა