უკვე ოფიციალურად, გიორგი ქოჩორაშვილი სევილიას ფეხბურთელია.
ლა ლიგის მე-2 ტურში ანდალუსიური გუნდი ბილბაოს ესტუმრება, სადაც ატლეტიკს დაუპირისპირდება. სევილიამ მატჩის განაცხადი გამოაქვეყნა, სადაც უკვე ვხედავთ ქართველ ნახევარმცველსაც.
განაცხადიდან ასევე ვიგებთ, რომ გიორგი ქოჩორაშვილი ანდალუსიურ გუნდში 8-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
ანდალუსიური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის გარსია პლასამ, ქართველი ფეხბურთელის შესახებ კომენტარი გააკეთა:
ქოჩო გუნდთან ერთად გაემგზავრება და მატჩს სათადარიგოთა სკამზე დაიწყებს. წესით, თამაშში მონაწილეობას არ მიიღებს... თუმცა, არასდროს იცი, რა მოხდება.
ბილბაოს ატლეტიკისა და სევილიას მატჩი 22 აგვისტოს, 19:00 საათზე დაიწყება.
ოფიციალურად: სევილიამ ქოჩორაშვილის ტრანსფერი დაადასტურა
