• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ოფიციალურად: სევილიამ ქოჩორაშვილის ტრანსფერი დაადასტურა
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

ოფიციალურად: სევილიამ ქოჩორაშვილის ტრანსფერი დაადასტურა

1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

სევილია და ლისაბონის სპორტინგი გიორგი ქოჩორაშვილის სევილიურ კლუბში ტრანსფერზე შეთანხმდნენ.


,,ქართველმა ფეხბურთელმა კონტრაქტი 2030 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.


ქოჩორაშვილი 1999 წლის 29 ივნისს, თბილისში დაიბადა. ნახევარმცველმა საფეხბურთო კარიერა მშობლიურ საბურთალოში დაიწყო, რომლის პირველ გუნდშიც დებიუტი 2017 წელს ჰქონდა.


იმავე ზაფხულს, სულ რაღაც 18 წლის ასაკში, მან ესპანეთში პირველი საფეხბურთო თავგადასავალი დაიწყო - ჟირონას შეუერთდა, რომელმაც ის სარეზერვო გუნდ პერალადაში გაამწესა.


კატალონიურ გუნდში, სეგუნდა B-ში გატარებული ერთი სეზონის შემდეგ, 2019/20 წლების სეზონში ქოჩორაშვილი ლევანტეს სარეზერვო გუნდში გადავიდა. მოგვიანებით კი მთავარი გუნდის შემადგენლობაშიც შედგა მისი დებიუტი, ჩემპიონატის 36-ე ტურში, საკუთარ მოედანზე ბილბაოს ატლეტიკის წინააღმდეგ.


მომდევნო 2 სეზონის განმავლობაში ქართველი ნახევარმცველი კვლავ ლევანტეს სარეზერვო გუნდში ასპარეზობდა და პერიოდულად პირველ გუნდშიც თამაშობდა.


2022/23 წლების სეზონის წინ, მეტი სათამაშო დროის მისაღებად, ის იჯარით კასტელონში გადავიდა. კასტალიაზე ქოჩორაშვილმა შესანიშნავი სეზონი ჩაატარა - 40 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 4 გოლი გაიტანა და გუნდთან ერთად დაწინაურებისთვის პლეი-ოფშიც ითამაშა. ამის შემდეგ, 2023 წლის ზაფხულში, ის ვალენსიურ კლუბში დაბრუნდა.


ლევანტეში გატარებულ ბოლო 2 სეზონში ქოჩორაშვილმა 60 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 2024/25 წლების სეზონში გუნდის ლა ლიგაში დაბრუნებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.


ამის შედეგად ლევანტემ მას კონტრაქტი გაუხანგრძლივა, თუმცა გასულ ზაფხულს სპორტინგის ინტერესის გამო კარიერა პორტუგალიაში გააგრძელა.


ლისაბონურ კლუბში ქართველმა ნახევარმცველმა 26 მატჩი ჩაატარა: 18 - პორტუგალიის ჩემპიონატში, 3 - პორტუგალიის თასზე, 2 - ლიგის თასზე, 1 - პორტუგალიის სუპერთასზე და 2 - ჩემპიონთა ლიგაზე.


ქოჩორაშვილს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 26 მატჩი აქვს ჩატარებული. მისი დებიუტი 2023 წლის სექტემბერში, ნორვეგიის წინააღმდეგ, ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში შედგა.


გერმანიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მან საქართველოს ნაკრების ყველა მატჩში თითოეული წუთი ითამაშა, სანამ გუნდი მერვედფინალში ესპანეთთან დამარცხდებოდა.


2024 წლის სექტემბერში ქოჩორაშვილმა ნაკრებში თავისი 4 გოლიდან პირველი გაიტანა - უეფას ერთა ლიგაზე, ჩეხეთის წინააღმდეგ.


გიორგი ქოჩორაშვილი სევილიას ისტორიაში პირველი ქართველი ფეხბურთელია." - წერია ანდალუსიური კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.


გიორგი ქოჩორაშვილი ლა ლიგაში მე-5 ქართველი იქნება - გიორგი მიქაუტაძე (ვილიარეალი), გიორგი გულიაშვილი (რასინგი), საბა საზონოვი (ხეტაფე), გიორგი წიტაიშვილი (რაიო ვალეკანო), გიორგი ქოჩორაშვილი (სევილია).


𝐄𝐧 𝐒𝐞𝐯𝐢𝐥𝐥𝐚 𝐧𝐮𝐧𝐜𝐚 𝐩𝐞𝐫𝐝𝐞𝐦𝐨𝐬 𝐥𝐚 𝐟𝐞, 𝐆𝐢𝐨𝐫𝐠𝐢 pic.twitter.com/uvjnTKwY8o

— Sevilla Fútbol Club (@SevillaFC) August 21, 2026


თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

გიორგი ქოჩორაშვილი
ქართული ფეხბურთი
სევილია
სპორტინგი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

შეთანხმება შედგა - ქოჩორაშვილი ლა ლიგაში ითამაშებს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

შეთანხმება შედგა - ქოჩორაშვილი ლა ლიგაში ითამაშებს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: გიორგი ქოჩორაშვილი ესპანეთშია - ტრანსფერის დეტალები

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: გიორგი ქოჩორაშვილი ესპანეთშია - ტრანსფერის დეტალები
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ითამაშებს თუ არა ქოჩორაშვილი ატლეტიკთან?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ითამაშებს თუ არა ქოჩორაშვილი ატლეტიკთან?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ქოჩორაშვილი განაცხადშია - რა ნომრით ითამაშებს ქართველი სევილიაში?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ქოჩორაშვილი განაცხადშია - რა ნომრით ითამაშებს ქართველი სევილიაში?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

4 სთ წინ

შეთანხმება შედგა - ქოჩორაშვილი ლა ლიგაში ითამაშებს

News image

3 სთ წინ

VIDEO: გიორგი ქოჩორაშვილი ესპანეთშია - ტრანსფერის დეტალები

News image

3 სთ წინ

ითამაშებს თუ არა ქოჩორაშვილი ატლეტიკთან?

News image

43 წთ წინ

ქოჩორაშვილი განაცხადშია - რა ნომრით ითამაშებს ქართველი სევილიაში?

კომენტარები

ლინკის დაკოპირება