უეფას ერთა ლიგის მე-4 ტურში საქართველოს ნაკრების სამატჩო განაცხადი ჩრდილოეთ ირლანდიის წინააღმდეგ ცნობილია.
მეკარეები - გიორგი მამარდაშვილი, დავით კერესელიძე, ლუკა გუგეშაშვილი
მცველები - ოთარ კაკაბაძე, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, საბა გოგლიჩიძე, საბა ხარებაშვილი, საბა საზონოვი
ნახევარმცველები - გიორგი ქოჩორაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, ნოდარ ლომინაძე, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, საბა ლობჟანიძე, ანზორ მექვაბიშვილი, გიზო მამაგეიშვილი, ირაკლი ეგოიანი, გიორგი წიტაიშვილი
თავდამსხმელები - ბუდუ ზივზივაძე, გიორგი კვერნაძე, გიორგი გაგუა, გიორგი მიქაუტაძე
ამ სანაკრებო პაუზაზე სამატჩო განაცხადში პირველად მოხვდა ნოდარ ლომინაძე. უნგრეთთან მატჩის შემდეგ სიაში ასევე დაბრუნდნენ საბა ხარებაშვილი და გიორგი გაგუა.
განაცხადს მიღმა 4 ფეხბურთელი დარჩა: ილია ბერიაშვილი, ჯემალ ტაბიძე, ვლადიმერ მამუჩაშვილი და გიორგი აბუაშვილი. ოთარ კიტეიშვილი კი გუნდს ტრავმის გამო ვერ დაეხმარება.
ჩრდილოეთ ირლანდიისა და საქართველოს მატჩი 22:45 საათზე დაიწყება.
ჩრდ. ირლანდიაში მწარე გემოს გასაქრობად - ნაკრების ბოლო მატჩი ოქტომბერში