საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის B2 ჯგუფის მორიგ შეხვედრას ბელფასტში, „უინძორ პარკზე“ ჩრდილოეთ ირლანდიის წინააღმდეგ გამართავს.
ჩვენი მეტოქე ჯგუფს დაუმარცხებლად ლიდერობს (2 მოგება, 1 ფრე) და უკრაინაში მოპოვებული 3:0 გამარჯვების შემდეგ, საკუთარ მოედანზე მოულოდნელად A დივიზიონში დაწინაურებისთვის იბრძოლებს. ჩრდილოეთ ირლანდიელებს ბელფასტში ბოლო 10 შეხვედრიდან მხოლოდ 1 აქვთ წაგებული (7 მოგება, 2 ფრე).
საქართველოს ნაკრებისთვის სატურნირო მდგომარეობის გამოსასწორებლად ეს მატჩი პრინციპულ მნიშვნელობას იძენს (1 ფრე, 2 წაგება). უნგრეთთან გასვლაზე განცდილი მინიმალური მარცხის შემდეგ (0:1), რამაზ სვანაძის გუნდი ბელფასტში სასურველი შედეგის მისაღწევად იბრძოლებს, რათა B ლიგაში პოზიციები შეინარჩუნოს და მოუგებელი სერია დაასრულოს.
ურთიერთშეხვედრები და სტატისტიკა:
ჩრდილოეთ ირლანდიამ ურთიერთშეხვედრებში ორივე მატჩი მოგვიგო (ბოლო შეხვედრაში გოლი 99-ე წუთზე გაიტანეს).
ჩრდილოეთ ირლანდიის ბოლო 8 ოფიციალურ მატჩში ორივე გუნდს გოლი არ გაუტანია.
საქართველოს მონაწილეობით ჩატარებულ ბოლო 6 შეხვედრაში 2.5-ზე ნაკლები გოლი დაფიქსირდა.
საქართველოს მიერ გატანილი ბოლო 8 გოლიდან 6 მატჩის 60-ე წუთის შემდეგ გავიდა.
ჩრდილოეთ ირლანდიას დანაკლისი არ აქვს, ხოლო საქართველოს ნაკრებს უნგრეთთან მატჩში დაშავებული ოთარ კიტეიშვილი შესაძლოა გამოაკლდეს.
სავარაუდო შემადგენლობები:
ჩრდილოეთ ირლანდია: პ. ჩარლზი - სპენსერი, აჩესონი, მაკკონვილი, ბრაუნი, დევლინი - მორიზონი, ჰიუმი, ს. ჩარლზი, პრაისი - დონლი
საქართველო: მამარდაშვილი - გოგლიჩიძე, დვალი, ლოჩოშვილი - კაკაბაძე, ეგოიანი, მექვაბიშვილი, წიტაიშვილი - ჩაკვეტაძე - მიქაუტაძე, კვარაცხელია.