ეროვნული ლიგის 22-ე ტურის მთავარ მატჩში დინამო თბილისმა დედაქალაქურ დერბიში იბერია 1999 სტუმრად 2:1 დაამარცხა და ჩემპიონატში ერთპიროვნულად გალიდერდა.
დინამოელებმა მაქსიმ ტეიშეირასა (ხარაიშვილის პასით) და მათე ვაწაძის (ნინუას პასით) გოლებით მოიგეს, იბერიელთაგან კი გიორგი ჯინჯოლავამ პენალტიდან შეაგდო.
სტატისტიკური პლატფორმა Besoccer-მა ფეხბურთელებს ასეთი შეფასებები დაუწერა:
იბერია 1999: მაკარიძე - 5.6; ქობულაძე - 5.2 (კულიიევი - 4.9); ჩანჩარი - 5.6; ჯინჯოლავა - 5.9; ტიბუე - 5.6 (ჩიხრაძე - 4.7); ქარდავა - 5.6; კუცია - 5.4 (ენდე - 4.9); კაფე - 5.5 (ბერიძე - 4.8); სიხარულაშვილი - 5.6; ნაჭყებია - 5.5; ძაგანია - 5.7.
დინამო თბილისი: ფლორესი - 6.5; პსალტისი - 6.8; კურდიჩი - 6.8; უგრეხელიძე - 6.5; პურზიტიდისი - 6.5; კანკავა - 6.5 (ური - 5.1); ლეო სანტოსი - 6.1 (ველტონ ჟუნიორი - 5.5); ნინუა - 7.4; ოსეი - 6.1 (ვაწაძე - 6.3); ხარაიშვილი - 7.3 (კალანდაძე - 4.8); ტეიშეირა - 7.8 (გბომადუ - 5.0).
22 ტურის შედეგებით, დინამო თბილისმა 48 ქულა მოაგროვა, 47-ქულიანი დინამო ბათუმი ჩამოიტოვა და ერთპიროვნულად გალიდერდა. იბერიას, რუსთავის მსგავსად, 46 ქულა აქვს.
VIDEO: ეროვნულ ლიგას ახალი ლიდერი ჰყავს - რა შედეგით დასრულდა დერბი?