• ფეხბურთიNEW
  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
ფეხბურთი
NEW

ფეხბურთი

ქვიზები

სიახლეები

ფეხბურთი

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
"თბილისში თამაშის დიდ ნაწილს ვაკონტროლებდით" - ო'ნილი
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

"თბილისში თამაშის დიდ ნაწილს ვაკონტროლებდით" - ო'ნილი

1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მაიკლ ო'ნილმა საქართველოსთან შეხვედრამდე პრესკონფერენციაზე შეფასებები გააკეთა.

"მეკარისა და მცველების მონდომებითა და დისციპლინით აღფრთოვანებული ვარ, რადგან ზუსტად ისე თამაშობენ, როგორც ვავალებთ და გვინდა. როგორც ჩანს, რთულად გასატეხი გუნდი ვართ და მეტოქეებს ჩვენს კარში გოლის გატანა უჭირთ.

ვფიქრობ, გუნდის სისწრაფე, ერთიანობა და საჭირო დროს თითოეული ფეხბურთელის მობილიზება, რომ დაცვით სამუშაოებში ჩაერთოს, ძალიან გვეხმარება და შედეგიც მოაქვს.

საქართველოს საკუთარ მოედანზე ვხვდებით და როცა შინ თამაშობ, შენზეა დამოკიდებული რამდენად დომინანტური იქნები. თბილისშიც ვგრძნობდით, რომ თამაშის დიდ ნაწილს ვაკონტროლებდით, თუმცა მეტოქემ მეორე ტაიმში მოუმატა, მაგრამ ჯამში ჩვენ, შესაძლოა, უკეთესი საგოლე შანსები გვქონდა. მათთვის დანიშნული პენალტი საკამათო იყო, ჩვენ კი არ დაგვინიშნეს, არადა, ამის საფუძველი ნამდვილად არსებობდა. საბოლოოდ, მოვიგეთ თანაბარი მატჩი, რომელშიც გამარჯვება ორივე გუნდს შეეძლო. ალბათ, ამჯერადაც ძალიან დაძაბული თამაში გამოვა.

საკუთარ სტადიონზე გამოსვლას მოუთმენლად ველოდებით და ძალიან გვიხარია, რომ არსებობს მოლოდინებიც", - აღნიშნა 57 წლის ო'ნილმა.

გამოცდილი სპეციალისტი ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებს 2022 წლიდან წვრთნის - 15 მოგება, 6 ფრე, 16 წაგება. მიმდინარე ერთა ლიგაზე მის გუნდს ჯერ გოლი არ გაუშვია და ჯგუფს 3-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს.

ჩრდილოეთ ირლანდიისა და საქართველოს ნაკრებთა შეხვედრა 5 ოქტომბერს, ჩვენი დროით 22:45 საათიდან დაიწყება. პირდაპირი რეპორტაჟი პირველ არხზეა.

სვანაძემ დაასახელა მიზეზი, რის გამოც ნაკრებს გოლი ვერ გააქვს

ირაკლი ფოფხაძე

ირაკლი ფოფხაძე

ერთა ლიგა
საქართველოს ეროვნული ნაკრები
საქართველო

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

VIDEO: ჩავის ნიდერლანდებმა ჯგუფის აუთსაიდერს მოუგო და გალიდერდა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: ჩავის ნიდერლანდებმა ჯგუფის აუთსაიდერს მოუგო და გალიდერდა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჩრდ. ირლანდიაში მწარე გემოს გასაქრობად - ნაკრების ბოლო მატჩი ოქტომბერში

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჩრდ. ირლანდიაში მწარე გემოს გასაქრობად - ნაკრების ბოლო მატჩი ოქტომბერში
•ფეხბურთი

ფეხბურთი

იბერია V დინამო თბილისი - რა შეფასებები მიიღეს ფეხბურთელებმა?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

იბერია V დინამო თბილისი - რა შეფასებები მიიღეს ფეხბურთელებმა?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

"გამოსავალი მხოლოდ ესაა" - დვალმა პრესკონფერენციაზე ღიად ილაპარაკა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"გამოსავალი მხოლოდ ესაა" - დვალმა პრესკონფერენციაზე ღიად ილაპარაკა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

2 სთ წინ

კომენტარები

ლინკის დაკოპირება