ცნობილ გვერდ Transfermarkt-ზე გიორგი მიქაუტაძის სატრანსფერო ღირებულება განახლდა.
ქართველი თავდამსხმელი აქამდე 30 მილიონი ევრო ღირდა, ახლა კი მისმა მაჩვენებელმა 10 მილიონით მოიმატა და 40 მილიონი ევრო გახდა.
აღსანიშნავია, რომ ეს მიქაუტაძის კარიერაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამ მონაცემით ჟორჟი ყველაზე ძვირადღირებულ ქართველებს შორის კვლავ მე-2 ადგილზეა.
1. ხვიჩა კვარაცხელია - 140 მლნ. ევრო
2. გიორგი მიქაუტაძე - 40 მლნ. ევრო
3. გიორგი მამარდაშვილი - 28 მლნ. ევრო
მიქაუტაძესთან ერთად ლა ლიგაში 40 მილიონი ევროს ღირებულება ასევე შემდეგ მოთამაშეებს აქვთ:
მარკ ბერნალი, ალეხანდრო ბალდე, ჟერარ მარტინი, კარიმ ადეიემი (ბარსელონა)
ენდრიკი, კარლოს ესპი (რეალი)
ჯულიანო სიმეონე, კრისტიან რომერო, ადემოლა ლუკმენი (ატლეტიკო)
ნიკო უილიამსი (ატლეტიკი)
აბდე ეზალზული, ანტონი (ბეტისი)
პაპე გეიე (ვილიარეალი)
მსოფლიოს ცენტრალურ თავდამსხმელებს შორის კი ამ მაჩვენებელს შემდეგი მოთამაშეების გვერდით ვხედავთ:
კრისტიან კოფანე (ლევერკუზენი)
ენდრიკი, კარლოს ესპი (რეალი)
სამუ აგეჰოვა (პორტუ)
ბრაინ ბრობი (სანდერლენდი)
ნიკოლას ჯექსონი (ასტონ ვილა)
იორგენ სტრანდ ლარსენი (კრისტალ პალასი)