ერთა ლიგის მე-3 ტურში უნგრეთთან მარცხის შემდეგ, საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილმა კომენტარი გააკეთა.
,,ამ ერთა ლიგაზე უკვე 3 თამაშია ვერ ვახერხებთ მოგებას. ჩემი აზრით, რაც მალე გავიღვიძებთ და დავიწყებთ უკეთესად თამაშს, უფრო კარგი იქნება ჩვენთვის.
იმიტომ რომ მართლა გვაკლია ის ენერგია, მუხტი და შემართება, რაც იყო ხოლმე წინა თამაშებში, თუნდაც ევროპის ჩემპიონატამდე ან ევროპაზე.
ევროპის მერე დაიკარგა ეს ყველაფერი და ჩემი აზრით, რაც შეიძლება მალე უნდა გამოვასწოროთ, ვიპოვოთ ძალა ჩვენში და დავიწყოთ თამაშების მოგება.
გასვლაზე თამაში ყოველთვის რთულია, მაგრამ ალბათ პრობლემა მაინც საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ. ვერ ვითამაშეთ ის ფეხბურთი, რომლის თამაშიც გვინდოდა.
მოწინააღმდეგეც კარგად თამაშობდა. იცოდნენ, რას აკეთებდნენ და საბოლოო ჯამში გაგვიჭირდა მომენტების შექმნა. მაქსიმუმს გავაკეთებთ და შემდეგი თამაშისთვის კარგად მოვემზადებით.
საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში და დავიბრუნოთ ის შემართება და ენერგია, რაც აქამდე გვქონდა". - განაცხადა მამარდაშვილმა.
მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი ბელფასტში, 5 ოქტომბერს გაიმართება.
,,ამ ყველაფერს დავასრულებთ" - სვანაძე უნგრეთთან მატჩის შემდეგ