მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
9 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
სომხეთთან მატჩი (0-3) საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა მცველისთვის, საბა გოგლიჩიძისთვის ეროვნულ გუნდში პირველი სრული თამაში იყო.
ემპოლის მცველმა შეხვედრა დამაჯერებლად ჩაატარა, რაზეც მისი სტატისტიკაც მეტყველებს. საბას 64 პასიდან ყველა ზუსტი იყო და მან მატჩი 100%-იანი სიზუსტით დაასრულა.
"მადლობა ნაკრების ყველა ქომაგს ასეთი მხარდაჭერისთვის და გვერდში დგომისთვის. ეს იყო კარგი თამაში და დამაჯერებელი გამარჯვება." - წერს საბა სოციალურ ქსელში.
"ნორმალურია, ყველა მომენტში ბოლომდე რომ ვიბრძოდი, მითუმეტეს საქართველოს ნაკრების მაისურით. ეს სულ ასე იქნება თავისთავად." - განაცხადა გოგლიჩიძემ მატჩის შემდეგ.
სანიოლი: "იმედია, კვირას იმავე დონის თამაშს ვიხილავთ, თუნდაც სხვა ფეხბურთელების შესრულებით"
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები