ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა, ანდონი ირაოლამ ატლეტიკოსთან მოგებულ მატჩში (2:1) შეცვლილი ბრედლი ბარკოლას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა.
ჩემპიონთა ლიგის შეხვედრის 58-ე წუთზე წითლების ახალწვეულმა აჩქარების შემდეგ კუნთში დისკომფორტი იგრძნო და თამაში ვეღარ გააგრძელა.
„ეს უბრალოდ კუნთის გადაღლა იყო - ბრედლის მომზადებას ვაჩქარებთ, თუმცა დღეს გადავწყვიტეთ გვეთხოვა, რომ ბოლომდე დახარჯულიყო. უბრალოდ კუნთი შეეკუმშა, არანაირი ტრავმა არ აქვს.
რაც შეეხება ბრედლის, ახლა მის ფიზიკურ ფორმაზე ვმუშაობთ. ზუსტად არ ვიცოდით - ან, ალბათ, აქამდე არ ვიცოდით, რამდენი დროის გატარება შეეძლო მოედანზე, რადგან პსჟ-ში წინასასეზონო მომზადება არ გაუვლია. ახლახან მან 30 წუთი ითამაშა, დღეს კი ბევრს ვფიქრობდით იმაზე, რამდენი წუთით დაგვეხმარებოდა. ახლა, ალბათ, უკვე ვიცით.
ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან მას ორჯერ ჰქონდა შესანიშნავი მომენტი, როცა მეკარესთან პირისპირ გავიდა. გატანა ვერ შეძლო, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ასეთ სიტუაციებში ხვდება. სწორედ ასე უნდა შეიტანოს განსხვავება - საჭირო წერტილებში, საჭირო პოზიციებზე აღმოჩენით. ძალიან მიხარია: მოედანზე გატარებულ დროში მეკარესთან ორი პირისპირ გასვლა კარგი ნიშანია ბრედლისთვის“, - განაცხადა ირაოლამ მატჩის შემდეგ.