-
Aa
+
ფონტის ზომა
ესპანური Relevo-ს ინფორმაციით, ბოკ ხუნიორსი სერხიო რამოსთან მოლაპარაკებებს მართავს.
მოთამაშეს ჰქონდა საუბრები კლუბის პრეზიდენტ ხუან რომან რიკელმესთან და მთავარ მწვრთნელ ფერნანდო გაგოსთან. სწორედ ეს ორი ადამიანია მთავარი ფაქტორი, რომელმაც ესპანელი მცველი შეიძლება არგენტინაში წაიყვანოს. რამოსი ამ შესაძლებლობით მოხიბლულია.
38 წლის რამოსმა გასული სეზონის ბოლოს სევილია თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და მას შემდეგ უგუნდოდაა.
რაც შეეხება ფერნანდო გაგოს, ის 2007-12 წლებში მადრიდის რეალის მოთამაშე და სერხიო რამოსის თანაგუნდელი იყო. სამეფო კლუბმა ის თავის დროზე სწორედ ბოკა ხუნიორსიდან შეიძინა.
გაგომ საფეხბურთო კარიერა 2020 წელს დაასრულა და სამწვრთნელო საქმიანობას გაჰყვა. ფერნანდო ბოკას მწვრთნელად 14 ოქტომბერს დაინიშნა.
ბოკას პრეზიდენტი ლეგენდარული ხუან რომან რიკელმეა, რომელიც ამ თანამდებობას 2023 წლის დეკემბრიდან იკავებს.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები