მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში ბენფიკასთან ორმატჩიანი დუელის შემდეგ ბარსელონას შემტევმა, რაფინიამ კომენტარი გააკეთა.
"ჩვენ ამ სეზონში ყველა ტიტულის მოგება შეგვიძლია. ოქროს ბურთის მოგება? ჩემი მიზანი ბარსასთან ერთად ამ სეზონში რაც შეიძლება მეტი ტიტულის მოგება და ყოველდღიური გაუმჯობესებაა.
ინდივიდუალური ჯილდოების მოსაგებად არ ვთამაშობ, მე ჩვენი გერბისა და ფერების დასაცავად ვთამაშობ." - განაცხადა ბრაზილიელმა.
ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში რაფინიას ანგარიშზე 11 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა და ამ შედეგით ის ბომბარდირთა დავას ლიდერობს.
VIDEO: ბარსელონა VS ბენფიკა - ფლიკის გუნდი შემდეგ ეტაპზეა
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები