მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გამოცემა The Independent აშშ-ის მიერ ტურნირის მასპინძლობას მწვავედ აკრიტიკებს.
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პოლიტიკურ და მორალურ ფაქტორებს, მათ შორის დონალდ ტრამპის მონაწილეობასა და მის მიერ მუნდიალის ხელახლა მასპინძლობის სურვილს, რაც გლობალური პოლიტიკური ფონისა და ეთიკური სტანდარტების ფონზე კრიტიკის საგანი ხდება.
ასევე, საუბარია ორგანიზაციულ და ფინანსურ ხარვეზებზე, ზედმეტად გაზრდილ ფასებზე, ბილეთებისა და პარკირების პრობლემებზე, აგრეთვე გეოგრაფიულ მასშტაბებსა და სტადიონების მოუხერხებელ მდებარეობაზე, რამაც გულშემატკივრებისთვის გადაადგილება და ტურნირზე დასწრება გაართულა.
სტატიის ავტორის შეფასებით, მიუხედავად ფინანსური წარმატებისა, არსებული ლოგისტიკური და პოლიტიკური პრობლემების გამო შეერთებულმა შტატებმა მომავალში მსოფლიო ჩემპიონატების მასპინძლობისგან თავი უნდა შეიკავოს.