მექსიკა-ინგლისის მერვედფინალური მატჩის ერთ-ერთი მთავარი ინტრიგა აცტეკას სტადიონის მაღალმთიანეთი და მისი გავლენაა ინგლისელ ფეხბურთელებზე, რადგან ზღვის დონიდან 2 240 მეტრზე ატმოსფერული წნევა დაბალია, რაც ჰაერს ათხელებს და მოთამაშეებს ორგანიზმში ჟანგბადის ნაკლებობას, გულისცემის გახშირებას, ქოშინს და სწრაფ დაღლას იწვევს.
ექსპერტები და ყოფილი ფეხბურთელები აღნიშნავენ, რომ აცტეკა ფიზიკურად ერთ-ერთი ყველაზე მომთხოვნი ადგილია, სადაც თამაშისას პირველი 45-55 წუთის განმავლობაში ფეხბურთელები მხოლოდ სუნთქვის შენარჩუნებაზე ფოკუსირდებიან, გარდა ამისა, თხელი ჰაერი ბურთის ფრენის ტრაექტორიასაც ცვლის, რაც მეკარეებისთვის დამატებით სირთულეს ქმნის.
ინგლისის ნაკრები მეხიკოში მატჩამდე მხოლოდ ორი დღით ადრე ჩავიდა, რაც აკლიმატიზაციისთვის არასაკმარისია, რის გამოც მეცნიერების დასკვნით მათი აერობული შესაძლებლობები დაახლოებით 10%-ით მცირდება, ხოლო დაღლილობა 15-20%-ით სწრაფად დგება.
ამ პირობებში ტომას ტუხელს მოუწევს თამაშის ტემპის დაგდება და ტაქტიკის ადაპტირება, რათა ფეხბურთელებმა შეძლონ მაღალი ინტენსივობის ეპიზოდების შემდეგ აღდგენა, რის გამოც მოსალოდნელია მეორე ტაიმში შეცვლების აქტიური გამოყენება.
მექსიკის ნაკრები, რომელიც ამ პირობებთან სრულად ადაპტირებულია და აცტეკაზე გამართული 89 ოფიციალური მატჩიდან 70 აქვს მოგებული, ინგლისისთვის მეტად რთულ და სახიფათო მეტოქეს წარმოადგენს.