მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
2 თვის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
კილიან მბაპე მადრიდის რეალისთვის მომავალ წლებში საკვანძო ფიგურა იქნება.
მიუხედავად მადრიდული კარიერის ცუდი სტარტისა, სანტიაგო ბერნაბეუზე მბაპეს დიდი იმედით უყურებენ და მომავალს სწორედ მასზე გათვლიან. ყოველ შემთხვევაში, ასეთ ინფორმაციას ავრცელებს რადიოგადაცემა Cadena SER-ზე გამოცემა El Larguero-ს დირექტორი, მანუ კარენო.
„შესაძლოა, რაღაც გადაწყვეტილება უკვე ამავე ზაფხულს იქნეს მიღებული. ვნახოთ, რა ბედი ეწევა ვინისიუსს.
ორივე კარგი ფეხბურთელია და წესით ურთიერთგაგებაც არ უნდა გაუჭირდეთ, თუმცა კლუბში არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, იმიტომ რომ გამოსავლის მოძიება ადვილი არ არის." - აღნიშნა კარენომ.
შეგახსენებთ, რომ გასულ ზაფხულს ვინისიუსს საუდის არაბეთი სოლიდურ ხელფასს სთავაზობდა, თუმცა ბრაზილიელმა იუარა. გავრცელებული ინფორმაციით, საუდელები ბედის ცდას მომავალ ზაფხულსაც აპირებენ.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები