მადრიდის რეალის ახალი სეზონი სკანდალით დაიწყო, რომლის ეპიცენტრშიც კვლავ ვინისიუს ჟუნიორი აღმოჩნდა.
ესპანიოლთან 2:1 მოგებული მატჩის შემდეგ, ბრაზილიელი ვარსკვლავი სიმულაციების გამო გააკრიტიკეს, ყველაზე მძიმე დარტყმა კი კლუბის ყოფილი მოთამაშისგან მიიღო.
ესპანიოლთან მატჩი და სიმულაციები
25 წლის შემტევმა, რომელმაც ცოტა ხნის წინ რეალთან კონტრაქტი 2032 წლამდე გაახანგრძლივა, ესპანიოლთან შეხვედრაში არარსებული ჯარიმების მოსაპოვებლად ორჯერ მიმართა სიმულაციას. ამ საქციელმა მეტოქის გაღიზიანება გამოიწვია და სოციალურ ქსელებში დიდი კრიტიკა დაიმსახურა.
სანტი კანიზარესის მწვავე კრიტიკა
ყველაზე მკაცრი შეფასება რეალის ყოფილმა მეკარემ და ამჟამად ანალიტიკოსმა, სანტი კანიზარესმა გააკეთა. Cope-ს ეთერში მან ვინიციუსის როგორც საფეხბურთო ღირებულება, ისე მოედანზე და მის მიღმა ქცევები ეჭვქვეშ დააყენა. კანიზარესის თქმით, ზაფხულში დიდი მსჯელობა მიდიოდა იმაზე, უნდა გაეყიდათ თუ არა ბრაზილიელი, თუმცა რეალობა ისაა, რომ ის უბრალოდ არავის სჭირდებოდა.
იძულებითი კონტრაქტი და ფანების რეაქცია
კანიზარესმა აღნიშნა, რომ რეალი იძულებული გახდა ფეხბურთელისთვის კონტრაქტი გაეხანგრძლივებინა, რადგან მსგავსი მახასიათებლების მქონე მოთამაშის დამატება არცერთ კლუბს არ სურდა და არც მის აგენტთან ყოფილა კონტაქტი, გამონაკლისი კი შესაძლოა მხოლოდ ნიუკასლის მსგავსი გუნდი ყოფილიყო. ამ განცხადებამ რეალის გულშემატკივრებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, ნაწილი კანიზარესს დაეთანხმა, ნაწილმა კი ეს კლუბის მომავალი პროექტის ერთ-ერთი მთავარი ფიგურის მიმართ უსამართლო დამოკიდებულებად შეაფასა.