ფიფამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე რეალისა და პსჟ-ს 1/2 ფინალურ შეხვედრას პოლონელი არბიტრი შიმონ მარჩინიაკი გაუძღვება.
საქართველოსთვის მარჩინიაკი კარგად ნაცნობი არბიტრია - სწორედ მან იმსაჯა საბერძნეთთან გამართულ ლეგენდარულ მატჩში, რომელშიც ჩვენმა ნაკრებმა ევრო 2024-ს საგზური მოიპოვა.
მიმდინარე მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე მარჩინიაკმა ორად ორ მატჩზე იმუშავა - ჯერ ინტერ მაიამის და პალმეირასის (2:2) ჯგუფური ეტაპის მატჩზე იმსაჯა, შემდეგ კი რეალისა და იუვენტუსის 1/8 ფინალზე (1:0).
მთლიანობაში მარჩინიაკს რეალის მატჩებზე 11-ჯერ აქვს ნამუშევარი, საიდანაც რეალმა 6 მოიგო, 2-ჯერ ფრე ითამაშა და 3-ჯერ დამარცხდა.
რაც შეეხება პარიზს - პსჟ-ს მატჩს მარჩინიაკი კარიერაში 7-ჯერ გაუძღვა, (4 მოგება, 1 ფრე, 2 მარცხი).
მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის 1/2 ფინალური მატჩი პსჟ - რეალი 9 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.