მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე გონსალო გარსიას ნაჩვენები თამაში ევროპული კლუბებისთვის უყურადღებო არ დარჩა.
El Chiginguito TV-ს ინფორმაციით, მადრიდული გრანდის ფორვარდით ინგლისური, იტალიური და ნახევარი ესპანეთის გუნდები დაინტერესდნენ.
21 წლის ფეხბურთელის თაობაზე რეალმა ამ დრომდე ათამდე შემოთავაზება მიიღო.
გონსალო გარსია 4 გოლით მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ერთ-ერთი ბომბარდირია. თავდაპირველად მას ტრავმირებული კილიან მბაპე უნდა შეეცვალა, თუმცა ჩაბი ალონსოს თავი ისე მოაწონა, რომ ბოლო ორი მატჩია მბაპე თამაშს სკამზე იწყებს, გონსალო კი - სასტარტოში.
მიუხედავად ამისა, Cadena SER-ი წერს, რომ ამ დრომდე გონსალოსთვის პირველ გუნდში ადგილი გარანტირებული არ არის, ალონსო არჩევანს მასსა და ენდრიკს შორის აკეთებს, რომელსაც ტრავმის გამო მუნდიალზე ჯერ არ უთამაშია.