ბარსელონამ ვოიცეხ შესნისთან კონტრაქტის გახანგრძლივება ოფიციალურად დაადასტურა.
პოლონელი გოლკიპერი გუნდში 2027 წლის ზაფხულამდე დარჩება.
შესნიმ გასული წლის სექტემბერში საფეხბურთო კარიერა ბარსელონას შემოთავაზების მიღების შემდეგ განაახლა და ლა ლიგაში 15 მატჩი ჩაატარა, რომლიდანაც 8-ში კარის მშრალად შენახვა მოახერხა.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ბარსელონას გეგმაა, რომ შესნიმ გუნდის ახალწვეულს, ჟოან გარსიას პირველი მეკარის სტატაუსისთვის კონკურენცია გაუწიოს.
რაც შეეხება ტერ შტეგენს, მასზე სამწვრთნელო შტაბი იმედებს არ ამყარებს, თუმცა ჯერჯერობით გერმანელი გუნდიდან წასვლაზე უარს აცხადებს.