მილანის ახალმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ, გუნდის ტრანსფერებზე ისაუბრა.
რაფა ლეაუ რჩება
„რაფას შეუძლია ახალ სეზონში საოცრებები გააკეთოს. დარწმუნებული ვარ, შევძლებ მის იმ დონეზე დაბრუნებას, რომელიც ბოლო სეზონებში გვაკლდა. ის პიკის ასაკში შედის."
ლუკა მოდრიჩი მილანში ითამაშებს
„მოდრიჩს ველოდებით. ის აგვისტოში შემოგვიერთდება. ლუკა მნიშვნელოვანი და ექსტრაორდინალური ფეხბურთელია, რომელსაც ჩემი წარსდგენა არ სჭირდება."
ტეო ერნანდესი მიდის
„ტეომ სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღო. მას ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ."
მენიო ჩელსიში არ წავა
„მიხარია, რომ მაიკმა დარჩენა გადაწყვიტა. ის გუნდის კაპიტნად და ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ რჩება."