მასიმილიანო ალეგრი მილანში თავისი მკაცრი წესებით დაბრუნდა.
"მოდრიჩს ველოდებით", - ალეგრიმ მილანის ტრანსფერებზე ისაუბრა
ამიერიდან, ფეხბურთელებს იტალიელი სპეციალისტის მიერ დაწესებული მკაცრი წესების გათვალისწინება მოუწევთ.
ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport იტყობინება.
აკრძალულია შეკრებებზე, ჭამის დროს ან გასახდელში ტელეფონების გამოყენება
ვარჯიშზე ან გუნდურ შეკრებაზე დაგვიანების შემთხვევაში ფეხბურთელი სასტარტოში ადგილს დაკარგავს
ფეხბურთელებმა საკუთარი წონა რეგულარულად უნდა აკონტროლონ და საუზმე და სადილი სავარჯიშო ბაზაზე უნდა მიირთვან.