ტეო ერნანდესი საუდის არაბეთში გატარებულ სამ წელიწადში 60 მილიონით გამდიდრდება.
RMC Sport-ის ინფორმაციით, კლუბები შეთანხმებასთან ახლოს არიან - ალ ჰილალი მილანს ფრანგი მარცხენა მცველის სანაცვლოდ დაახლოებით 30 მილიონ ევროდ გადაუხდის.
თავად ტეო ერ რიადის გუნდთან 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და მისი წლიური ანაზღაურება დაახლოებით 20 მილიონი ევრო იქნება.
თავდაპირველად ერნანდესს საუდის არაბეთში გადასვლა არ სურდა, რადგან ევროპაში დარჩენას ისახავდა მიზნად, თუმცა საბოლოოდ მისი დათანხმება მაინც მოახერხეს და ფრანგმა ალ ჰილალში თამაშს მწვანე აუნთო.
მომავალ ზაფხულს ფეხბურთელს მილანთან კონტრაქტი ეწურებოდა და კლუბმა მის უფასო დაკარგვას წელს, 30 მილიონად გაყიდვა ამჯობინა.