ხორვატი ვეტერანი ივან პერიშიჩი პსვ-სთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს.
აქტიურად იწერებოდა, რომ ფეხბურთელით ბარსელონა ინტერესდება, რის გამოც პერიშიჩმა ეინდჰოვენთან ახალი კონტრაქტის მოლაპარაკებები შეაჩერა.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ბარსელონამ ფეხბურთელის დამატების ინტერესი ნამდვილად გამოთქვა, თუმცა ამ ეტაპზე პრიორიტეტად სხვა მარცხენაფლანგელის, ნიკო უილიამსის ტრანსფერს ისახავს.
საბოლოოდ, პერიშიჩმა პსვ-ში გადაწყვიტა დარჩენა და უახლოეს პერიოდში კლუბთან ახალ კონტრაქტსაც გააფორმებს.
ახალი ხელშეკრულება ნიდერლანდების ჩემპიონთან 2 წელზე იქნება გათვლილი.