ლივერპულმა ზაფხულის მორიგი ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
ლივერპულის გიჟური ზაფხული - რა გველის წინ?
კლუბმა ბორნმუთის მარცხენა მცველი, უნგრელი მილოშ კერკეზი დაიმატა.
სლოტის გუნდში კერკეზი ენდი რობერტსონს შეცვლის, რომელიც ამ ზაფხულს ან კლუბს დატოვებს, ან დარჩენის შემთხვევაში თადარიგში გადაინაცვლებს.
21 წლის კერკეზის ტრანსფერი მერსისაიდულ კლუბს 40 მილიონი ფუნტი დაუჯდა. უნგრელი ამ ზაფხულს ლივერპულის მეოთხე ტრანსფერი გახდა ფლორიან ვირცის, ჯერემი ფრიმპონგის და არმინ პეშჩის შემდეგ.
გარდა ამისა, ახალი სეზონიდან ლივერპულს კიდევ ერთი ნამატი ექნება - საქართველოს ნაკრების ძირითადი გოლკიპერი გიორგი მამარდაშვილი, რომელიც კლუბმა ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს იყიდა, თუმცა ერთწლიანი იჯარით ვალენსიაში დატოვა.