არსენალმა ზაფხულის მე-3 ტრანსფერი შეათანხმა.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ლონდონური კლუბი ბრენტფორდის ნახევარმცველს, კრისტიან ნორსგაარდს დაიმატებს.
კლუბებს შორის შეთანხმება დაიხურა, არსენალი დანიელ ფეხბურთელში 11 მილიონ ევროდ გადაიხდის.
უახლოეს პერიოდში ნორსგაარდი ლონდონელებისთვის სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც მრავალწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.
არტეტას გუნდში კრისტიან ნორსგაარდს თომას პარტეის შეცვლა დაევალება, რომელსაც კლუბთან კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება და მხარეები გახანგრძლივებაზე ვერ თანხმდებიან.
ამ ზაფხულს ეს არსენალის მე-3 ტრანსფერი იქნება, გუნდმა ასევე დაიმატა სოსიედადის ნახევარმცველი მარტინ სუბიმენდი და მეორე მეკარედ ჩელსიდან კეპა არისაბალაგა.