იტალიური კომო ალვარო მორატას ტრანსფერზე მუშაობს.
გუნდის მთავარ მწვრთნელს სესკ ფაბრეგასს თავის გუნდში თანამემამულე თავდამსხმელის ხილვა სურს.
მხარეებს შორის ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
მორატამ ბოლო სეზონი იჯარით გალათასარაიში გაატარა, სადაც დარჩენას არ აპირებს. თუმცა, ის ასევე არც მილანის გეგმებში შედის და მისი წასვლის ალბათობა საკმაოდ მაღალია.
დიდი შანსია, ესპანეთის ნაკრების კაპიტანი მილანიდან წავიდეს, თუმცა სერია ა-ში დარჩეს.