27 წლის ცენტრალური ნახევარმცველი ვლადიმერ მამუჩაშვილი ტორპედოს ღირსებას დაიცავს.
მამუჩაშვილის კონტრაქტი ტორპედომ ტირასპოლის შერიფიდან გამოისყიდა. ქუთაისური კლუბის ახალწვეული მოლდოვის ჩემპიონატის 2024-2025 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
2024 წლის ზაფხულში მოლდოვის ყველაზე ტიტულოვან გუნდში გადასვლის შემდეგ, მამუჩაშვილმა ყველა ტურნირზე 10 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით ვლადიმერ მამუჩაშვილს 12 მატჩი აქვს ჩატარებული. კლუბსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტი 2+1 სისტემით გაფორმდა.
"ქუთაისელ გულშემატკივარს ერთს ვპირდები: კლუბის წარმატებისთვის მოედანზე ყოველთვის მაქსიმალურად დავიხარჯები!" - განაცხადა ფეხბურთელმა ახალ კლუბში გადასვლის შემდეგ.
ტორპედომ ახლახანს 29 წლის ხორვატი ცენტრალური მცველის, მატეი სიმიჩის ტრანსფერიც დაადასტურა. გუნდი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვეს ცოტნე ფაცაციამ და კაპიტანმა, მერაბ გიგაურმა.