უიმბლდონის კვალიფიკაციის ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი ხუან პაბლო ფიკოვიჩს დაუპირისპირდა.
ქართველმა არგენტინელი მეტოქე 4 სეტში (1-6. 7-5, 6-2, 6-1) დაამარცხა და საკვალიფიკაციო ეტაპი დაძლია.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში მოხვდა და გრანდ სლემზე მონაწილეობას მიიღებს.
ნიკოლოზმა კვალიფიკაციაზე არგენტინელთან ერთად ესპანელ იამას რუისსა და ჰონგ კონგელ ვონგს სძლია.
ბასილაშვილის საუკეთესო შედეგი უიმბლდონზე მესამე რაუნდში გასვლაა. მან ეს 2015 და 2022 წლებში მოახერხა.
უიმბლდონი სტარტს 30 ივნისს აიღებს და 13 ივლისამდე გაგრძელდება.