სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასის ნახევარფინალურ მატჩში, თბილისში, დავით პეტრიაშვილის სახელობის არენაზე იბერია 1999 გორის დილას დაუპირისპირდა.
შეხვედრაში ანგარიში იური ტაბატაძემ მე-19 წუთზე გახსნა, თუმცა ორიოდე წუთში დეო ბასინგამ ანგარიში გაათანაბრა, პირველი ტაიმი 1-1 დასრულდა.
მეორე ტაიმში გორელებმა უპირატესობა მოიპოვეს. 62-ე წუთზე პენალტი ზუსტად ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა შეასრულა, 79-ე წუთზე კი სხვაობა ორამდე ოთარ ფარულავამ გაზარდა.
დილამ 1-3 იმარჯვა და საქართველოს სუპერთასის ფინალში გავიდა, სადაც მეტოქე სპაერსა და ქუთაისის ტორპედოს შორის გამარჯვებული იქნება. მეორე ნახევარფინალური მატჩი 27 ივნისს გაიმართება.
სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასის მოქმედი გამარჯვებული ქუთაისის ტორპედოა, რომელიც ტიტულის დაცვას ეცდება.