სამუელე რიჩი მილანის ფეხბურთელია.
როსონერიმ ოფიციალურად დაადასტურა 23 წლის საყრდენი ნახევარმცველის ტრანსფერი, რომელიც აქამდე ტორინოში თამაშობდა.
იტალიელმა კლუბმა კონტრაქტი 2029 წლის 30 ივნისამდე, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობით გააფორმა.
პრესაში გავრცელებული ცნობებით, კლუბი რიჩის სანაცვლოდ 23 მილიონ ევროს გადაიხდის, კიდევ 1.5 მილიონი კი გარკვეული ბონუსებით იქნება გათვალისწინებული.
2024/25 სეზონში რიჩიმ ტორინოს მაისურით სერია ა-ს 34 მატჩში 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.