The Athletic-ის ჟურნალისტის მარიო კორტეხანას ინფორმაციით, არსენალსა და როდრიგოს წარმომადგენლებს შორის პირველი კონტაქტი შედგა.
წყაროს ცნობით, მადრიდის რეალი და ჩაბი ალონსო როდრიგოს გასაყიდად მზად არიან და შესაფერისი შეთავაზების შემთხვევაში, ისინი მოთამაშეს წინ არ დაუდგებიან.
24 წლის ბრაზილიელმა ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე გამართულ ბოლო 3 მატჩში მხოლოდ 25 წუთი გაატარა მოედანზე.
როდრიგოს რეალთან არსებული კონტრაქტი 2028 წლის ივნისამდე აკავშირებს. მისი სატრანსფერო ღირებულება Transfermarkt-ის მიხედვით 90 მილიონი ევროა.