სატრანსფერო საგა დასრულებულია - ნიკო უილიამსი ბილბაოში რჩება.
ბასკურმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელმა კლუბთან ახალი, 10-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ახალი კონტრაქტის მიხედვით გაიზრდება ნიკოს ხელფასი, ხოლო გამოსასყიდი თანხა, რომელიც აქამდე 58 მილიონ ევროს შეადგენდა, 50%-ით მოიმატებს.
ფეხბურთელს ბარსელონასთან ჰქონდა პირადი კონტრაქტი შეთანხმებული, თუმცა კლუბისგან დარეგისტრირების გარანტიები ვერ მიიღო, ხოლო ასევე დაინტერესებულ ბაიერნს უარი უთხრა და მშობლიურ კლუბში დარჩენა ამჯობინა.
მხარეებს შორის კონტრაქტი 2035 წლის ივნისამდე გაფორმდა.