ნიკო უილიამსმა ბილბაოში დარჩენის გადაწყვეტილებაზე გააკეთა კომენტარი.
BREAKING: საგა დასრულდა - ნიკო უილიამსმა ბილბაოსთან 10-წლიანი კონტრაქტი გააფორმა
ესპანეთის ნაკრების შემტევმა ბასკურ კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა 2035 წლის ივნისამდე.
„როცა საქმე გადაწყვეტილების მიღებას ეხება, მთავარია, რომ საკუთარ გულს მოუსმინო.
ახლა იქ ვარ, სადაც მინდა რომ ვიყო, ჩემს ხალხთან ერთად. ჩემი სახლი ეს არის." - აღნიშნა 22 წლის ფეხბურთელმა.
ცნობისთვის, ფეხბურთელს ბარსელონასთან ჰქონდა კონტრაქტი შეთანხმებული, თუმცა კლუბისგან მოითხოვა წერილობითი გარანტიები, რომ მის დარეგისტრირებაზე პრობლემა არ შეიქმნებოდა, რამაც მხარეებს შორის შეთანხმება შეუძლებელი გახადა.