პოლ პოგბას შემდეგ, მონაკომ ანსუ ფატის ტრანსფერიც ოფიციალურად დაადასტურა.
ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელი მონეგასკებს 1-წლიანი იჯარით შეუერთდა.
მონაკოს ანსუ ფატის გამოსყიდვა 11 მილიონ ევროდ შეეძლება.
ახალ გუნდში ფატი 31-ნომრიანი მაისურით ითამაშებს, მის მიერ გათავისუფლებული 10-ნომრიანი მაისური ბარსაში კი სავარაუდოდ ლამინ იამალს გადაეცემა.
ერიკ დაიერის და პოლ პოგბას შემდეგ, კლუბისთვის ეს ამ ზაფხულს მე-3 ოფიციალური ტრანსფერია.