VIDEO: ჟორჟს კარგი მომენტი ჰქონდა - ბარსამ ვილიარეალს დამაჯერებლად მოუგო
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ლა ლიგის ლიდერმა, ბარსელონამ გიორგი მიქაუტაძის ვილიარეალი სტუმრად 2:0 დაამარცხა.
კატალონიელები სწრაფი გოლით მე-12 წუთზე დაწინაურდნენ - რაფიანიამ პენალტიდან შეაგდო და წლევანდელ ჩემპიონატში მე-10 საგოლე მოქმედება მიითვალა (7 გოლი და 3 ასისტი).
ყვითელი წყალქვეშა ნავი 39-ე წუთზე, რენატო ვეიგას გაძევების გამო, 10 კაცით დარჩა.
რაც შეეხება მიქაუტაძეს, მარსელინომ იგი თადარიგში დატოვა და მოედანზე 65-ე წუთზე შეიყვანა. ჟორჟს ერთი ძალიან რეალური შანსი ჰქონდა, თუმცა ერთი-ერთზე ჟოან გარსიამ აუღო.
ბარსასგან მეორე გოლი გაიტანა ლამინ იამალმა (კაციც მასთან უხეშობის გამო გააძევეს), რომელსაც მიმდინარე ლა ლიგაში 14 საგოლე მოქმედება მოუგროვდა - 7 გოლი და 7 ასისტი.
შედეგად, ბარსამ 17 ტურში 46 ქულა მოაგროვა და რეალთან 4-ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა.
კატალონიელები, 3 იანვარს, ესპანიოლთან გასვლით ქალაქის დერბის ითამაშებენ, ვილიარეალი კი, იმავე დღეს, ელჩეს ესტუმრება.