ბარსელონას ოფიციალურმა გვერდმა ანდრეას კრისტენსენის ტრავმის შესახებ სამედიცინო დასკვნა გაავრცელა.
"ანდრეას კრისტენსენს მარცხენა მუხლში წინა ჯვარედინი იოგის ნაწილობრივი დაზიანება აქვს, რომელიც შაბათის ვარჯიშის დროს არასწორი მოძრაობის შედეგად შემთხვევით მიიღო.
ჩატარებული გამოკვლევების შემდეგ არჩეულია კონსერვატიული მკურნალობა. აღდგენის სავარაუდო ვადები დამოკიდებული იქნება ფეხბურთელის პროგრესზე." - წერია განცხადებაში.
აღნიშნული ტრავმის გამო დანიელი მცველი რამდენიმე თვეს გამოტოვებს.
ანდრეას კრისტენსენის კონტრაქტი ბარსელონასთან 2026 წლის ივნისში იწურება.