ესპანეთის ლა ლიგის მე-17 ტურში ვილიარეალი საკუთარ მოედანზე ბარსელონას მიიღებს.
მარსელიონოს გუნდი 15 მატჩში მოპოვებული 35 ქულით ცხრილში მე-3 ადგილზეა და მხოლოდ ბარსელონასა და რეალს ჩამორჩება.
კატალონიელები კი 17 შეხვედრაში დაგროვებული 43 ქულით სატურნირო ცხრილს ლიდერობენ და მდევარ რეალს, რომელმაც წლის ბოლო მატჩი უკვე ჩაატარა, 1 ქულით უსწრებენ.
ვილიარეალს ამ სეზონში აქცენტი გაკეთებული ლა ლიგაზე აქვს, რადგან გუნდი კოპა დელ რეის ქვედალიგელ რასინგთან მატჩში გამოეთიშა, ჩემპიონთა ლიგაზე კი გუნდს 6 მატჩში მხოლოდ 1 ქულა აქვს.
ყვითელი წყალქვეშა ნავი ბარსელონასთან შეეცდება ლა ლიგაში მოგებათა სერია გააგრძელოს, ზედიზედ მე-7 მატჩში მოიპოვოს გამარჯვება და საჩემპიონო ბრძოლას არ ჩამორჩეს.
ჰანსი ფლიკის გუნდს კი ყველა ტურნირზე აქვს ზედიზედ 6 მოგება და ამ სერიის გაგრძელებას შეეცდება, ლა ლიგაში კი ბლაუგრანას ზედიზედ მე-8 მატჩის მოგების შანსი აქვს.
ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ბარსელონას ბომბარდირი ფერან ტორესია, რომელიც 11 გოლით მეორე ადგილზეა და მხოლოდ კილიან მბაპეს ჩამორჩება, ვილიარეალის მხრიდან კი 6 გოლი ალბერტო მოლეიროს აქვს გატანილი.
გიორგი მიქაუტაძის ანგარიშზე 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა, მათ შორის ქართველმა გასულ ტურში ხეტაფეს ეფექტური გოლი გაუტანა.
სავარაუდო შემადგენლობები
ვილიარეალი - ლუის ჟუნიორი; ნავარო, მარინი, ვეიგა, პედრასა; ბუკანანი, კომესანია, პარეხო, მოლეირო; პერესი, მიქაუტაძე
ბარსელონა - ჟოან გარსია; კუნდე, კუბარსი, მარტინი, ბალდე; ერიკ გარსია, დე იონგი; იამალი, რაფინია, რაშფორდი; ტორესი
მატჩი 19:15 საათზე დაიწყება.