10-დღიანი არყოფნის შემდეგ, ბარსას რობერტ ლევანდოვსკი უბრუნდება, თუმცა ვილიარეალთან გუნდს პედრი გამოაკლდა. ამის შესახებ ჰანსი ფლიკმა პრესკონფერენციისას ისაუბრა.
ლევანდოვსკიმ ბოლო ორი მატჩი ბარძაყის კუნთის ტკივილის გამო გამოტოვა. პედრიმ, რომელსაც ასევე ბარძაყის კუნთის პრობლემაც აქვს, კვირის შუაში, კოპა დელ რეის 1/8 ფინალში, გვადალახარასთან მატჩისას შეცვლაზე, ბოლო 16 წუთი ითამაშა.
"პედრი ხვალინდელ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ამით კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ ფეხბურთის ნაწილია. იმედია, შემდეგ თამაშში კვლავ ჩვენთან იქნება.
რაც შეეხება ლევანდოვსკის, ხვალინდელ შეხვედრაში ის ერთ-ერთი ვარიანტია. შეუძლია თამაში. რისკზე წასვლა არ გვინდოდა, მაგრამ პრობლემა არ იქნება", - აღნიშნა გერმანელმა.
ბარსელონა ლა ლიგას 4-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს, მე-3 ადგილზე მყოფ ვილიარეალს კი 8 ქულით უსწრებს, თუმცა ყვითელ წყალქვეშა ნავს 2 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.
ვილიარეალი და ბარსა ხვალ, 21 დეკემბერს, თბილისის დროით 19:15 საათიდან ესტადიო დე ლა სერამიკაზე ითამაშებენ.